გამოკითხვა

გაქვთ თუ არა გაკეთებული ლითოტრიფსია?


რაში მდგომარეობს დისტანციური ლითოტრიფსიის მეთოდის არსი?

ლითოტრიპტორი-აპარატია, რომელიც გამოიმუშავებს ელექტრომაგნიტურ დარტყმით ტალღოვან იმპულსებს, რომელთა სიხშირის და სიმძლავრის რეგულირებით ხდება კენჭების ფრაგმენტაცია.

აპარატი აღჭურვილია ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური მოწყობილობით, რომელთა საშუალებით ხდება კენჭის იდენტიფიკაცია და დამიზნება.
პაციენტი წვება ზურგზე. ხდება დამიზნება და იწყება კენჭზე ზემოქმედება დარტყმითი ტალღოვანი იმპულსებით. ლითოტრიპსიის შემსრულებელი ექიმი-ოპერატორის მიერ გამოიყენება იმპულსების ის პარამეტრები, რომლებიც ოპტიმალურია საშარდე გზების მოცემულ მონაკვეთში არსებული კენჭის დასაშლელად.
დარტყმითი ტალღა, გაივლის რა ორგანიზმს, არ იწვევს მათში ტრავმულ დარღვევებს იმიტომ რომ, რბილ ქსოვილებს უფრო მაღალი ელასტიურობა აქვთ, ვიდრე კენჭს.

კენჭის დასაშლელად აუცილებელი სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია კენჭის (კენჭების) ზომაზე და მის ფიზიკო-ქიმიურ თვისებებზე. კენჭის ქიმიური შემადგენლობა შეიძლება იყოს შერეული ან მონოსტრუქტურული. შედარებით ადვილად იშლება შერეული შემადგენლობის კენჭები.

სეანსებს შორის პერიოდი შეადგენს 7-10 დღეს.

agt_back