რა უპირატესობა აქვს დისტანციურ ლითოტრიფსიას ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით? |
- მკურნალობის ფასი გაცილებით დაბალია;
- ღია ოპერაციასთან შედარებით ლითოტრიფსიის შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ტრავმა მინიმალურია;
- მკურნალობის პერიოდში პაციენტი ინარჩუნებს შრომისუნარიანობას და ვინაიდან მკურნალობა ამბულატორულად ხდება, პაციენტი ინარჩუნებს სოციალურ აქტივობას;
- პაციენტი გათავისუფლებულია ქირურგიული ჩარევით მიყენებული ტკივილების განცდისაგან;
- შესაძლებელია ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა, მაშინ როცა მათთვის ქირურგიული ჩარევა დიდ რისკს წარმოადგენს;

|