გამოკითხვა

გაქვთ თუ არა გაკეთებული ლითოტრიფსია?


ჩვენს შესახებ

ლითოტრიფსიის ცენტრი ფუნქციონირებს უროლოგიის ეროვნული ცენტრის ბაზაზე, სადაც 1990 წელს დაინერგა და დღემდე წარმატებით ხორციელდება შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა დისტანციური ლითოტრიფსიის მეთოდით. 2002 წ. ცენტრის მოდერნიზაციისა და აღჭურვის შემდეგ შეძენილ იქნა ფირმა Dornier Med Tech-ის ბოლო თაობის ლითოტრიპტორი "Dornier Compact Delta”. 2009 წ. კიდევ ერთხელ მოხდა აპარატურის მოდერნიზაცია. 2010 წ. შეძენილი იქნა უახლესი თაობის მეორე აპარატი. ამჟამად ცენტრში ფუნქციონირებს ორი "Dornier Compact Delta II”.

შარდკენჭოვანი დაავადების გამოვლენის ან ეჭვის მიტანის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მომართოს ლითოტრიფსიის ცენტრს. პაციენტს მიემაგრება კვალიფიციური მკურნალი ექიმი, რომელიც კურირებას გაუწევს მას გამოკვლევის და მკურნალობის მთელ პერიოდში. ჩვენს პაციენტებს კონსულტაციებს უწევენ უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.

00333331

 

ლითოტრიფსიას უშუალოდ აწარმოებენ ექიმები კახა თევზაძე და ლევან ვარშანიძე.

DSCN0762