გამოკითხვა

გაქვთ თუ არა გაკეთებული ლითოტრიფსია?


მკურნალობა დისტანციური ლითოტრიფსიის მეთოდით

ESWL - მეთოდით მკურნალობისას კენჭი იშლება მასზე მიმართული ძლიერი ენერგეტიკული დარტყმებით. კენჭის ადგილმდებარეობა ფიქსირდება რენტგენო და ექოსკოპიის მეშვეობით. სპეციალური აპარატის (ლითოტრიფტორის) გენერატორის მიერ ელექტრო-მაგნიტური გზით გამომუშავებული იმპულსები

doctor

კომპიუტერის მეშვეობით ფოკუსირდება საშარდე გზებში არსებულ კენჭზე. კენჭი იშლება ქვიშის ან სხვადასხვა სიდიდის ფრაგმენტებად, რომლებიც ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით შარდთან ერთად გამოიყოფიან. მკურნალობა ტარდება სეანსებით. დაახლოებით ერთსაათიანი სეანსის დროს გამოყენებული დარტყმითი ბიძგების ენერგეტიკული დონე და სიხშირე მართვადია და დამოკიდებულია კენჭის სიდიდესა და სიმკვრივეზე. სეასნის წინ პაციენტს უკეთდება დამამშვიებელი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ინექცია, იშვიათად, უმეტესად ბევშვებისთვის, საჭირო ხდება ზოგადი ანესთეზია.

დისტანციური ლითოტრიფსიის შედეგიანობა ანუ კენჭის დაშლადობა ძირითადად დამოკიდებულია მის ზომასა და ქიმიურ შემადგენლობაზე. რაც უფრო დიდია კენჭი, მით მეტი სეანსის ჩატარება ხდება საჭირო. ჩვენი და საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემებით ოპტიმალურია 20 მმ-დე კენჭის დაშლა, რომელსაც საშუალოდ 1,8 სეანსი სჭირდება. შესაძლებელია უფრო მეტი მოცულობის კენჭის დაშლის ცდაც (დაახლოებით 40 მმ-დე), მაგრამ ამისთვის სეანსების შორის 7-10 დღიანი ინტერვალების გამო შედარებით დიდი დროა საჭირო.

მაგრამ გვხდებიან კენჭები, რომელთა დაშლა ESWL მეთოდით ვერ ხერხდება (კალციუმის მონოჰიდრატი) სამწუხაროდ მათი წინასწარი კვლევითი ამოცნობა შეუძლებელია და ასეთ შემთხვევათა რიცხვი დაახლოებით 3%-ს შეადგენს.

ცალკეულ შემთხვევებში ESWL მეთოდთან დამატებითი სამკურნალო ღონისძიებების შეთავსება ხდება საჭირო.

agt_back