გამოკითხვა

გაქვთ თუ არა გაკეთებული ლითოტრიფსია?


დამატებითი სამკურნალო ღონისძიებები

კენჭების გამოსვლის გასაიოლებლად ან მისი სრული ფრაგმენტაციის მისაღწევად შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი ღონისძიებების გატარება.

მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

doctor_assistant

- შარდსაწვეთის სტენტირება: ურეთროცისტოსკოპიის მეშვეობით წვრილი კათეტერი (სტენტი) შეიყვანება შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთის გავლით თირკმლის მენჯამდე, რათა შესაძლებელი გახდეს შარდის თავისუფალი დენა ფრაგმენტის შარდსაწვეთში გაჭედვის შემთხვევაშიც კი.

ამ დროს კენჭების მიგრირება ხდება სტენტსა და შარდსაწვეთს შორის არსებულ სივრცეში. სტენტი შეიძლება დარჩეს რამდენიმე კვირის განმავლობაში და მისი მოცილება ხდება ისევ ურეთროცისტოსკოპიის საშუალებით.

- ურეთერორენოსკოპია: თუ კენჭების ფრაგმენტები შარდსაწვეთში ჩაიჭედება შესაძლებელია დისტანციური ლითოტრიფიის ჩატარება და მათი დაშლა. ამ მეთოდის ალტერნატივაა ურეთერორენოსკოპიის მეშვეობით კენჭების მექანიკური ან ულტრაბგერით ადგილზე დანაწევრება, დაჭერა და გამოღება. ეს მანიპულაცია ტარდება მხოლოდ სტაციონარში ზოგადი გაუტკივარებით.

- პერკუტანული ნეფროსტომია: თირკმელში მასიური შეგუბების ან მძაფრი ინფექციის დროს შეიძლება საჭირო გახდეს თირკმლის პუნქცია და თირკმელში კათეტერის ჩადგმა, რომელიც კანზე ფიქსირდება. ამ შემთხვევაში შარდი კენჭების გამოძევებამდე დროებით ამ კათეტერით გამოიყოფა. მანიპულაცია ტარდება სტაციონარში ადგილობრივი ან ვენური გაუტკივარებით.

- პერკუტანული ლითოლაპაქსია: ამ მეთოდით რენტგენისა და ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ ხდება თირკმლის მენჯის პუნქცია კანიდან. სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოთი (ნეფროსკოპიით) პუნქციის არხის გაფართოების შემდეგ თირკმელში ჩარჩენილი კენჭის ნატეხები ულტრაბგერით, მექანიკურად ან ელექტროჰიდრავლიკურად ქუცმაცდება და გარეთ გამოიწოვება. ეს მანიპულაცია ნარკოზის ქვეშ სტაციონარში ტარდება.

ზემოაღნიშნული ყველა დამატებითი სამკურნალო ღონისძიება ტარდება ამავე შენობაში უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, რა თქმა უნდა, ავადმყოფთან შეთანხმებით.

 

agt_back