გამოკითხვა

გაქვთ თუ არა გაკეთებული ლითოტრიფსია?


მადლიერი პაციენტები
23.07.2011

გამიკეთდა ლითოტრიფსია და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რადგან აქ მედ-პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი იგრძნობა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ბატონ ლევანს, ქალბატონ ნათელას, ქალბატონ რუსუდანს და ქალბატონ ვარას გამოჩენილი ყურადღებისთვის. კარგი ადამიანები, კარგი მომსახურება...

ჯაბა ჩუთლაშვილი

 
20.07.2011

უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მთელ კოლექტივს, განსაკუთრებით ბატონ კახა თევზაძეს, ქალბატონ ნათელა ყურაშვილს, ქალბატონ ვარას. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მადლობა, რომ მიხსენით დიდი ტკივილისგან. ღმერთი გფარავდეთ ყველას!!! გმადლობთ!!!

ირაკლი გველესიანი

 
19.04.2011

მე ბექა ფუტკარაძემ დავიშალე კენჭები. მადლობელი ვარ ყველასი აქ მყოფი ექიმების და მომსახურე პერსონალის.

ბექა ფუტკარაძე

 
21.02.2011

გავიკეთე ლითოტრიფსია. ვარ თინათინ ჭანჭალეიშვილი, 18 წლის. დღეს ყველაზე პატარა ვიყავი ასაკითაც და კენჭითაც აქ. მადლობა ყველას. ღმერთი გფარავდეთ. მადლობა იმ სიყვარულისთვის და იმ სითბოსთვის რაც გამოიჩინეთ ჩემს მიმართ. აბა კარგად იყავით. goodbye :))

"არ არის ეჭვი რომ,

აღარ მაქვს კენჭი" XIX :))

თინათინ ჭანჭალეიშვილი

 
03.02.2011

მე ნინო ბოლქვაძე ხელვაჩაურის რაიონიდან მართალია პირველად ვარ ლითოტრიფსიის ცენტრში, მაგრამ დიდი შთაბეჭდილება მრჩება აქაური ექიმებზე და მედ-კოლექტივზე, რადგანაც დიდი გულისხმიერებითა და დიდი ენთუზიაზმით მიმიღეს. ძლიერი ტკივილის შემდეგ გადავწყვიტე მიმემართა ლითოტრიფსიის ცენტრისთვის. დილაა მშვენიერი ცივი, მაგრამ მზიანი, 3° გრადუსამდე სითბოა. ზუსტად ასე თბილად მიიმღეს და მემსახურებიან მთელი პერსონალი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ და ყველა მოკეთეს ვინც მთელი ამდენი ხანი გვერდით მიდგას და გულშემატკივარია ჩემი. მადლობა დიანას და ვლადიმერ ბაბუს, დედიკოს და მამიკოს!

ნინო ბოლქვაძე

 
20.01.2011

ვარ ქარელის რაონის სოფ. ზ. ხვედურეთიდან ასმათი თვაური. გამიკეთდა ლითოტრიფსია. ვარ უდიდესი მადლობელი ექიმების და ექთნების. ძალიან კარგი მომსახურებით კმაყოფილი ვბრუნდები.

პატივისცემით, ასმათი თვაური

 
06.01.2011

დიდი მადლობა მთლიანად ლითოტრიფსიის განყოფილებას ჩემი გამოჯანმრთელებისთვის და სიცოცხლისთვ შენარჩუნებისთვის, პირადად ქალბატონ ნათელა ყურაშვილს, ლევან ვარშანიძეს და მედდებს, რომლებიც თავს არ ზოგავდნენ ჩემთვის. ღმერთმა გაახალისოს თავის ოჯახებით კახა თევზაძე და ყველა.

ელდინო ხარებაშვილი

 
07.10.2010

ძალიან კმაყოფილი დავრჩით, უროლოგიის ცენტრში ექიმთა მომსახურებით. კერძოდ, ექიმმა - ლევან ვარშანიძემ და აქ მომსახურე პერსონალმა გამოიჩინა დიდი ყურადღება ავადმყოფ ნათელა დუაძე-ბარამიძის მიმართ. იგრძნობოდა დიდი ადამიანური სითბო და თანადგომა. ყველაფერს ამას თუ დავუმატებთ ლევან ექიმის დიდ პროფესიონალიზმს, გასაგებ იქნება, თუ რატომ მოილტვიან აქ ავადმყოფები და რატომ მიდიან აქედან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად განკურნებულები.

ნათელა დუაძე-ბარამიძე

 
06.10.2010

გამარჯობათ!

მე ვარ თეა მიშველია, ზუგდიდიდან. ხშირად მიწევს ამ კეთილ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მთელი გულისყურით ზრუნავენ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს პაციენტებისადმი კეთილად მოპყრობისთვის. ბატონებს: გიორგი მანაგაძეს, ლევან ვარშანიძეს, ქალბატონებს: ნათელა ყურაშვილს, მედდებს: რუსუდან წიველაძეს, ექთანს ნინო ნასუაშვილსა და უსაყვარლეს და უკეთილშობილეს ადამიანს ქალაბტონ ვარა ბებოს, რომელიც დაუზოგავად გვემსახურებოდა. მთელი გულით მიხარია მისი ნახვა და მათბობს მისი ღიმილი.

პატივისცემით, თეა მიშველია

 
23.08.2010

Привет из Сухуми!

Болъшое спосибо Манагадзе Гиоргию, Какабадзе Вова, Гиоргобяни Темуру, Курашвили Нателе и всему персоналу этой клинике за чуткое внимание и внимательное отношение. Такие люди как вы нужны нашей грузий. Мы вернувшись к себе в Сухуми будем рассказывать о том как вы нас приняли тепло и приветливо. Наши народы были всегда братьями, и останемся ими навсегда. Огромное спасибо вам всем!!! Пусть Господь помогает вам в етом святом деле.

Амичба В.М.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 1, სულ 3