გამოკითხვა

გაქვთ თუ არა გაკეთებული ლითოტრიფსია?


მადლიერი პაციენტები
17.08.2010

მე ვარ ქეთი სესიაშვილი, პაციენტის - მარიამ ბებიავას დედა. ჩემი შვილი, 25 წლის მარიამი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას გაუკეთდა ლითოტრიფსია. მიხარია, რომ ექიმთა დიდი პროფესიონალიზმით, გულმოდგინებითა და სიყვარულით ჩემი გოგონა გამოკეთდა. მადლობა მინდა ვუთხრა მთელს მედ-პერსონალს: ბატონებს - გიორგი მანაგაძეს, ლევან ვარშანიძეს, ქალბატონებს: ნათელა ყურაშვილს, მედდებს: რუსუდან წივაცაძეს, ექთანს - ნინო ვასუაშვილსა და დეიდა ვარას. ღმერთს ებარებოდეთ. უფალი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვის. მრავალ ფესტივალების დღესასწაულს დაესწარით. ჩემი მეუღლეც ექიმია - ონკოლოგი ზურაბ (ზაქარია) როჭიკაშვილი. ისიც ასეა შეყვარებული თავის საქმეზე. მიყვარხართ ხალხო და მიხარია ასეთი ექიმები, ასეთი ადამიანები რომ გვყავს საქართველოს.

პატივისცემით, ქეთი სესიაშვილი

 
26.06.2010

მე ვარ როლანდი თანდაშვილი კახეთიდან, 27 წლის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც აქ მუშაობს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაბედნიეროთ!

როლანდი

 
04.06.2010

მინდა მადლობა გადავუხადო ლითოტრიფსიის განყოფილების მედ. პერსონალს, რომელთაც პროფესიონალურ დონეზე შეძლეს ჩემი დაავადებების დამარცხება. ახლა ვარ სრულიად განკურნებული და განთავისუფლებული ზედმეტი ქვებისგან. არანაირი ტკივილები და შემდგომი გართულებები არ მომხდარა ლითოტრიფსიის შემდეგ.

ალექსანდრე

 
16.03.2010

დღეს 16 მარტია. მე ვარ გულიკო იშხნელიძე. მეორე წელია დავდივარ სხვადასხვა კლინიკებში უშედეგოდ. ამ რამოდენიმე კვირის უკან მიმასწავლეს ეს კლინიკა და ექიმი ბატონი ლევან ვარშანიძე, რომელმაც გასინჯვისთანავე გამიკეთა ლითოტრიფსია, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ყველა მედ-პერსონალს. განსაკუთრებით ლევან ვარშანიძეს. გფარავდეთ უფალი.

გულიკო იშხნელიძე

 
15.02.2010

დღეს 15 თებერვალია, მირქმის ბრწყინვალე დღესასწაული. უფალმა მრავალს დაგასწროთ, ღვთის წყალობა ნუ მოგიშალოთ. მე თქვენი წყალობით საშნელი ტკივილისგან გავთავისფულდი. მადლობა ყველაფრისთვის მთელს თქვენს მედ-პერსონალს. ღმერთმა გახაროთ და გაგაძლიეროთ.

გივი ნოზაძე

 
12.02.2010

2010 წლის 28 იანვარს გავიკეთე ლითოტრიფსია. მედ პერსონალისგან მე ვიგრძენი დიდი სითბო და სიყვარული. გიხდით მადლობას. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. გფარავდეთ უფალი ასეთი სიყვარულით. დიდხანს იცოცხლოს ექ. ლევანმა ვარშანიძემ. გმადლობთ.

ლადო შენგელია

 
30.12.2009

2009 წლის 30 ნოემბერს და 30 დეკემბერს გავიკეთე ლითოტრიფსიის 2 კურსი. უპირველეს ყოვლისა, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, იყო ექიმების გულისხმიერი დამოკიდებულება და ქალბატონ ნათელა ყურაშვილის დედა-შვილური საუბარი, რომ არაფერი ვთქვათ მათ პროფესიონალიზმზე, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ ძალა იმისა, რომ ყველა ადამიანს დამხარების ზელი გაუწოდოთ.

დავით იობაძე

 
18.11.2009

2009 წლის 18 ნოემბერს გავიკეთე ლითოტრიფსია. უპირველესად მთელ მედ პერსონალს მადლობა გულთბილი მიღებისთვის, რჩევა-დარიგებისთვის. უღრმესი მადლობა ექიმ ლევან ვარშანიძესა და ექიმ ნათელა ყურაშვილს. დავინახე მაღალი პროფესიონალიზმი... ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და წარმატებებს ჯანმრთელობის სადარაჯოზე. გაიხარეთ ჩვენდა საიმედოდ. სიკეთე, სიყვარული, ბედნიერ დღეთა სიმრავლე თქვენი და თქვენი ოჯახის მუდმივი თანამგზავრი ყოფილიყოს.

ძვირფასებო! გქონოდეთ სიცოცხლე ისეთი ლამაზი როგორც ყვავილთა ყელმოღერება. არ მოგკლებოდეთ პაციენტების სიყვარული და ცხოვრების თბილი ხსენება. გენახოთ მუდამ სიხარულიდა ბედნიერება.

უდიდესი მადლიერების გრძნობით პაციენტი: პედაგოგი ედვარდ გოდერიძე და მეუღლე ქეთევან გოდერიძე

 
18.09.2009

2009 წლის ივნისში გავიკეთე ლითოტრიფსია. მაქვს ერთადერთი თირკმელი. მთელი კოლექტივი დამეხმარა, რომ ჩემი ერთადერთი თირკმელი ჯანმრთელი შემენარჩუნებინა. დიდი მადლობა ყველა მედ პერსონალს. განსაკუთრებით ჩემს პირად ექიმს, ბატონ ლევან ვარშანიძეს და დირექტორს თემურ გიორგობიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა და შევიდა ჩემს მდგომარეობაში. ყველა მათგანს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და პროფესიულ წარმატებას.

უდიდესი პატივისცემით, მარო ვარდოსანიძე 

 

 
27.01.2009

2008 წლის ივნისის თვიდან გავიკეთე ლითოტრიფსია. დიდ მადლობას ვუხდი მედ პერსონალს. ჩემს მკურნალ ექიმს ლევან ვარშანიძეს, ექიმს ქალბატონ ნათელა ყურაშვილს და მთელ კოლექტივს შედეგიანი მკურნალობისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის. ვუსურვებ მათ წარმატებებს საქმიანობაში და დიდხანს იყვნენ მხნედ ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სადარაჯოზე.

პატივისცემით პაციენტი, ნუნუ ჯალაღონია 

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 2, სულ 3