ჩვენ გელაშვილების ოჯახი, დიდი მადლობელი ვართ თქვენი ბატონებო. თქვენ გადაარჩიენთ ჩვენი ოჯახის დიასახლისი. თქვენი ძალისხმევა, რომ არა შესაძლებელია უბედურება დაგვმართოდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი და უფალის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ჩვენის და სრულიად საქართველოსი.
პატივისცემით, ვანო გელაშვილი |
2006 წლის ოქტომბერში გავიკეთე ლითოტრიფსია. შედეგით, ძალიან კმაყოფილი ვარ, რის გამოც ვუხდი ძალიან დიდ მადლობას "ლითოტრიფსიის" ცენტრის მომსახურე პერსონალს. განსაკუთრებით ლევან ექიმს.
თ. კირთაძე |
2005 წლის ნოემბერში გავიკეთე ლითოტრიფსია მე მანანა სარქისაშვილმა. ვიმყოფებოდი უმძიმეს მდგომარეობაში. მთელმა კოლექტივმა გამოიჩინა დიდი გულისხმიერება, მუშაობით, მიღებით და საერთო საქმით. დაავადების სიმძიმისგან გამომდინარე ხშირად მიწევდა მათთან ურთიერთობა და მათი დანახვა ჩემთვის ყველაფერი იყო. მთელი კოლექტივი სიკეთით და სითბოთი სავსეა. დიდი მადლობა ლევან ექიმს ჩემდამი ასეთი გულისხმიერებისათვის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნათელა ექიმს და რუსიკოს, რომლებიც არაფერს არ იშურებდნენ ჩემთვის.
მანანა სარქისაშვილი |
2006 წლის ნოემბერში გავიკეთეთ ლითოტრიფსია. გაუკეთდა ჩემს მეუღლეს დავით გელაშვილს. დიდ მადლობას ვუხდი მთელს კოლექტივს. მათი გულისხმიერი მუშაობის და საქმის გამო. გმადლობთ ყველას, განსაკუთრებით ბატონ ლევან ექიმს. მისი დანახვა ჩვენთვის ყველაფერი იყო. დიდი მადლობა ნათელა ექიმს მისი რჩევა-დარიგებების და მკურნალობის გამო. დიდი მადლობა ქალბატონ რუსიკო ექთანს მისი გულისხმიერი საუბრის გამო. მადლობა ასევე ვარა დეიდას. მთელს კოლექტივს. გისურვებთ ყოველივე კარგს. გფარავდეთ მაღალი ღმერთი. მისი წყალობა შეეწიოს ყველა თქვენს ოჯახს.
პაციენტის მეუღლე, ნონა ასანაშვილი |
2006 წლის თებერვალში გაუკეთდა ლითოტრიფსია ჩემს დედას, რის გამოც ძალიან მადლობელი ვარ მთლი კოლექტივის. დავაღწიეთ ტკივილს თავი და ბედნიერად ვცხოვრობთ თქვენი წყალობით. გმადლობთ ყველაფრისთვის. გისურვებთ წარმატებებს.
მ. ჩახვაძე
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 შემდეგი > ბოლოს >>
|
გვერდი 3, სულ 3 |